ნეაპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.
Corriere dello Sport-ი იუწყება, რომ ყველასათვის საყვარელმა ფეხბურთელმა უკვე დაწერა განცხადება პოლიციაში.
წყარო:statiebi.club