“ცუდად ვარო და ძირს დაეცა…” – აქციაზე ქალმა გონება დაკარგა იქვე მდგომმა ახალგაზრდამ კი იცით რა გააკეთა? ამას არავინ მოელოდა

0

რუსთაველზე ჩავიარე რამდენიმე წუთის უკან და ასეთ ფაქტს შევესწარი. აქციაზე 50 წლამდე ქალბატონი ცუდად გახდა და ძირს დაეცა. იქ მყოფები მთელი 10 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ გონს მოეყვანათ ქალბატონი, მაგრამ უშედეგოდ. უეცრად ერთ ერთმა ბიჭმა ხალხის მასა გაჭრა, მივდა ქალბატონთან, პირველადი დახმარება გაუწია, წყალი დაალევინა, ხელში აიყვანა და მთელი 100 მეტრის მანძილზე, სასწრაფომდე ხელით მიიყვანა, ცოტახანი გაჩერდა, სასწრაფოს ექიმების პასუხს დაელოდა, ბოლოს კი სასწრაფოს მანქანაში ჩაჯდა და ქალბატონს საავადმყოფოში გაჰყვა.

არვიცი რა ვთქვა, სრულიად უცხო ადამიანი ანგელოზივით მოევლინა ქალბატონს და დაეხმარა, არავინ იცის რისი ბრალი მისი ცუდად გახდომა, მაგრამ ვამაყობ, ვამაყობ იმით რომ ადამიანობა ჯერ კიდევ შეგვრჩენია, ჯერ კიდევ გვიყვარს ქართველებს ერთმანეთი, უბრალო მოქალაქეებს და არა პოლიტიკოსებს. სწორედაც სიყვარული გადაგვარჩებს და არა ერთმანეთის ჭამა.
წყარო: tavisufleba.club

Share.