“ცრემლი რომ არ მანახოს ჩუმად გადის..” – ნახეთ გარდაცვლილი დათა შომახიას მამის სულისშემძვრელმა კომენტარმა მთელი საქართველო აატირა

0

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაღუპული დათა შომახიას მამა – გია შომახია „ბაიასთან“ უმძიმესი ტრაგედიის დღეს იხსენებს და ღმერთს მადლობას უხდის, ერთი შვილი მაინც რომ დარჩა ცოცხალი. ის იხსენებს ერთი წლის წინ მომხდარ ამბავსაც, როცა გარდაცვლილმა მოსწავლემ დედასთან ერთად მყოფი თავისი თავი დახატა.
„ბავშვს ვუთხარი, დათა წავიდეთ შაურმა ვჭამოთ მეთქი და მეუღლემ მითხრა ონლაინ გაკვეთილი აქვსო. ვუთხარი მაშინ ქვემოთ დაგელოდები და რომ დაამთავრებ ნიკუშასაც გავუაროთ – მეთქი. 50 მეტრი გავიარე და ეს საშინელება მოხდა.

ის ნახატი რამ დაახატინა. ერთი წლის წინ დახატა და ნიკუშამ უთხრა – დათო მეც მადხატეო. ასე უთხრა შენი ადგილი აქ არ არისო, მე და დედა ზეცაში მივდივართო” – ამბობს გია შომახია.
ვიდეო:

Share.