თბილისელებმა ცაზე მოძრავი “ვარსკვლავების მატარებელი” შენიშნეს. საზოგადოებაში ყოველივემ გაურკვევლობა გამოიწვია. ნაწილმა იფიქრა, რომ ცაზე უცხოპლანეტელებმა გადაიფრინეს, ზოგს ვერსიაც არ ჰქონდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყოველივე. “ფეისბუქში“ აღნიშნულის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.
ეს ერთი შეხედვით უჩვეულო მოძრავი ნათებები სინამდვილეში Space X-ის თანამგზავრებია.როგორც ცნობილია, ცაზე მოძრავი “მატარებელი“ 60 თანამგზავრისგან შედგება, რომელიც დედამიწის გარშემო გადაადგილდება. თანამგზავრები ილონ მასკის იდეის – მსოფლიო ინტერნეტის შექმნის ნაწილია.თანამგზავრები მასკმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაუშვა.
ცაში რამდენიმე მოძრავი ობიექტის ნათებამ მოსახლეობის ყურადღება მიიპყრო.
100%-ით მსგავსი ნათება საფრანგეთში ზუსტად 1 წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც ა.შ.შ Space X-ზე ხომალდები გაუშვა
კომპანია spaceX საბოლოო ჯამში 12 ათასი ამგვარი თანამგზავრის გაშვებას აპირებს. თანამგზავრები სატელეკომუნიკაციო დანიშნულებისაა. ილონ მასკი ამბობს, რომ თანამგზავრული მსოფლიო ინტერნეტის სრულყოფილად შექმნას დაახლოებით 10 წელი დასჭირდება და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ილონ მასკის მიზანია თანამგზავრების საშუალებით ინტერნეტთან წვდომის საშუალება დედამიწის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს