“ცოლ-შვილს სცემდა და..” – ნახეთ ცნობილია რა მიზეზით დაარტყა დღეს ქმარმა ცოლს 6ჯერ დანა

0

თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის შესახებ „ტვ პირველმა” ახალი დეტალები გაარკვია. ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა. შემზარავი ფაქტი ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. მოძალადემ ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა. კაცს შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი და ყოფილ ცოლთან მიახლოება ეკრძალებოდა.
ის ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო, თუმცა ციხიდან 3 000 ლარიანი გირაოთი, რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.

„ფულს არ აძლევდა ნარკოტიკებისთვის. ბავშვსაც სცემდა და ყოფილ ცოლსაც. სახლშიც მოგვივარდა, კიდევ კარგი სახლში ვიყავი, ერთი-ორი დაარტყა, მაგრამ მოვასწარი და გავაგდე. პოლიცია მოვიდა და დაიჭირეს.ახლაც იგივე განმეორდა, მაგრამ ახლა დანა ჰქონდა. სკოლაში მიდიოდნენ, კივილზე გარეთ გამოვედი და რას ვხედავ, სულ სისხლში იყო ამოსვრილი“, – ამბობს დაზარალებულის დეიდა.
წყარო:ambavi.club

Share.