“ცოლ ქმარი და შვილი ტრაგიკულად დაიღუპნენ..” – ნახეთ დაღუპულის და უმძიმეს დეტალებს ყვება

0

ავტოკატასტროფაში დაღუპული გიორგი ტყეშელაშვილის და, ექიმი, ნათია ტყეშელაშვილი ავტოავარიის დეტალების სოციალურ ქსელში იხსენებს და ემოციურ სტატუსს წერს:
„უკვე მერვედ ვწერ ამ სიტყვებს…
სხვა რაღა დაგვრჩენია…თითებზე წლების გადათვლის, მოგონებების, ტკივილის მეტი…მხოლოდ ციფრი იცვლება, წლების აღმნიშვნელი….
პირველი ნოემბერი…ღამის ზარი კატასტროფის ბრიგადისგან…ერთ წამში გაცამტვერებული ჩემი ბედნიერება…ჩამოქცეული ცა…ფეხქვეშ მიწა გამოცლილი….
უთქვენობის რვა საშინელი წელი….მძულს ეს დღე…მძულს ნოემბერი…მძულს ეს სამყარო, რომელმაც თქვენი თავი წამართვა…მძულს ის დაწყევლილი წამი თუ წუთი, ბედნიერების მწვერვალზე ასულები წამიერად რომ დაგვანარცხა ჯოჯოხეთის ფსკერზე….

მძულს საკუთრი თავიც, საღ გონებაზე რომ ვარ და ყელს არ ვიღადრავ…მწარე მონატრებით მენატრებით…ტკივილით მენატრებით…და ამ მონატრებას არანაირი დრო არ კურნავს…დრო მკურნალი არაა, დროს ჯოჯოხეთის მაშხალები უჭირავს და უმოწყალოდ გვშანთავს…

წლების შემდეგ კიდევ ათასჯერ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ დღეებში გვერდით დამიდგა! უცნობებო და ნაცნობებო, მე იმ უბედურების დღეებში არ მახსოვხართ ყველა, მაგრამ ყველაფერი მახსოვს! მახსოვს უამრავი ადამიანი, სისხლის დონაციისთვის კლინიკასთან რომ დამხვდა…მახსოვს უდიდესი სითბო, გამამხნევებელი სიტყვები, ფეხზე მყარად დგომა რომ შეგვაძლებინა…

მახსოვს ის უზარმაზარი თანადგომა, რამაც დღემდე მოგვიყვანა! არასდროს დავიღლები მადლიერების გამოხატვით! სიკეთით გადაგვეხადოს…..

მიყვარხართ, ჩემი, გიოსა და ეკას, ტასუნას, დედიკოსა და მამიკოს ადამიანებო“, – წერს ნათია ტყეშელაშვილი.

2014 წელს დასავლეთ საქართველოდან მომავალი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა მანქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 4 დაიღუპა…
წყარო:daqali.club

Share.