”ცოლმა ერთ დღეს მთხოვა რომ ვახშამზე სხვა ქალი დამეპატიჟა, უარი ვერ ვუთხარი, ავდექი და მას საღამოს მივაკითხე, ვერც კი წარმოიდგენთ ვინ იყო ის ქალი

0

12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს სხვა ქალი დამეპატიჟებინა ვახშმად. მითხრა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, არსებობს სხვა ქალიც, რომელსაც ასევე ძალიან უყვარხარ და ძალიან ბედნიერი იქნება, თუ მასთან გაატარებ დროსო.
მართლაც, “სხვა ქალი”, რომელსაც ცოლი გულისხმობდა, ოცნებობდა ჩემთან რამდენიმე საათის გატარებაზე. ის დედაჩემი გახლდათ, რომელიც 19 წლის წინ დაქვრივდა.

მე კი სამი შვილისა და სამსახურის გამო მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი მის მოკითხვას, ნახვით კი წელიწადში ერთხელაც ძლივს ვნახულობდი და მაშინაც გადარბენაზე.

საკუთარ დედასთან შეხვედრაზე ცოლს უარს როგორ ვეტყოდი?! ავდექი და საღამოს დავურეკე, თან ვახშმად და კინოში დავპატიჟე.

– რა მოხდა, ხომ კარგად ხარ? – შეშფოთებულმა მკითხა. დედა ზუსტად ის ქალია, ყოველთვის ცუდზე რომ ფიქრობენ და ტელეფონის ზარიდან მხოლოდ ცუდ ამბებს ელიან.

– რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ვიფიქრე ესიამოვნება ჩემი ნახვა-თქო, – ვუპასუხე მე.

დედა დაფიქრდა და… დამთანხმდა. პარასკევს სამსახურის მერე გავუარე. თქვენ წარმოიდგინეთ, ვნერვიულობდი. მანქანა რომ მისი სადარბაზოს წინ გავაჩერე, უკვე კართან იდგა. შევამჩნიე, რომ ისიც ღელავდა.

სახლის კართან იდგა. მხრებზე პალტო მოესხა, თმა

დაეხვია, კაბაც ვიცანი – ქორწინების ბოლო წლისთავზე ეცვა.

– ჩემს მეგობრებს ვუთხარი, შვილმა რესტორანში დამპატიჟა-მეთქი. ყველა დანაღვლიანდა, – მითხრა დედამ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ.

რესტორანში მივედით. მდიდრული არა, მგრამ სამაგიეროდ ლამაზი და მყუდრო იყო. დედა ხელზე დამეყრდნო და ისე ამაყად მომყვებოდა, თითქოს პირველი ლედი იყო.

რომ დავსხედით, მენიუ მე წავუკითხე – დედა წვრილ შრიფტს ვეღარ არჩევდა. ნახევარი რომ წავუკითხე, ავხედე – დედა მიყურებდა, სახეზე კი ნოსტალგიური ღიმილი დასთამაშებდა.

– პატარა რომ იყავი, მენიუს მე გიკითხავდი.

– და დროა, ვალი დაგიბრუნო არა? – ვუპასუხე მე.

გულიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი ახალი ამბები მოვუყევით. ისე კარგად ვჭუკჭუკებდით, რომ ფილმის დაწყების დრო გამოგვეპარა და კინოში დავაგვიანეთ.

სახლში რომ მივიყვანე, მითხრა: “კიდევ ერთხელ წამოგყვები რესტორანში, მაგრამ ამჯერად მე დაგპატიჟებ”. დავთანხმდი.

– როგორ ჩაიარა საღამომ? – დაინტერესდა ჩემი ცოლი.

– იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა.

რამდენიმე დღეში დედა ინფარქტით გარდაიცვალა. ისე სწრაფად დალია სული, მისთვის ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და იმავე რესტორნიდან გადახდის ქვითარი გამომიგზავნეს. მას წერილიც მოჰყვა:

“ჩვენი მეორე ვახშმის ანგარიში წინასწარ გადავიხადე. მართალია, არა ვარ დარწმუნებული, რომ ერთად ვახშმობას კიდევ მოვახერხებთ, მაგრამ მაინც 2 კაცზე გადავიხადე – შენი და შენი ცოლისთვის. ვერასოდეს აგიხსნი, რას ნიშნავდა ჩემთვის ის ვახშამი, რომელიც შენ მომიწყვე. ძალიან მიყვარხარ, შვილო”
წყარო: ambavi.cc

Share.