“ცოლი 1 თვის წინ მოიყვანა და დღეს გარდაცვლილს მიასვენებენ სახლში..” – ნახეთ ტრაგედიის ალშია საქართველო

0

დილიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში გლოვაა _ როგორც “გურია ნიუსისთვის ”
გახდა ცნობილი, ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას აცანელი გია ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილს ერთი თვის მოყვანილი მეუღლე დარჩა.
გია ბოლქვაძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
“სიტყვები არ მაქვს ამ ტრაგედიის გადმოსაცემად….
ჩვენი კუთხის და სოფლის ალალ-მართალო, კეთილო,

უღალატო და მოსიყვარულე ობოლო ბიჭო…
ეს რა უბედურება დაგვატეხე თავს, ოთხი დის საფიცარო ძმაო?!
როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს?!
ბიჭოოო, დედაშენს რა ვუთხრათ…
შენი გამზრდელი კუთხე, სამეგობრო და სამეზობლო ამ უბედურებამ გააოგნა…
ეს რა ქენი, შვილო”… წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.
წყარო:statiebi.club

Share.