ჩვენი ინფორმაციით, 33 წლის თიკო რუსიას მკვლელობაში მისივე მეუღლე, 35 წლის ილია ქურდაძეა ეჭვმიტანილი.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც, მეზობლების გადმოცემით, მკვლელობის მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ცოლს მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან საწოლში სამი ტყვია ესროლა.
ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია ისიც, რომ ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მომენტში ილია ქურდაძე ალკოჰოლთან ერთად, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაც იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულოსხმობს.
წყარო: primetime.ge