შემზარავი შემთხვევა მოხდა გორში. გუშინ გვიან ღამით პოლიციელი საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. გარდაცვლილი მამაკაცი პოლიციელი, დავით სვიანაძეა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც სვიანაძის სახლში ქირით ცხოვრობდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, პოლიციელს ცოლი და სამი შვილი დარჩა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით ბრალდებული უკვე დაკავებულია.
”ცოლი და სამი შვილი დარჩა” – ვინ არის პოლიციელი, ვინც გუშინ ღამით საკუთარ სახლში მდგმურმა მოკლა (ფოტო)
0
Share.