“ცნობილი ხდება პატარა გოგონას ვინაობა რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა..”

0

ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად “ნი­უ­ჰოს­პი­ტალ­ში“ მი­ვი­და.
“მოხ­და უდი­დე­სი ტრა­გე­დია. ვუ­სამ­ძიმ­რებ მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის ოჯახს. ყვე­ლა სი­ტყვა არის უძ­ლუ­რი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად. ეს კონ­კრე­ტუ­ლი ბავ­შვე­ბი დღეს დი­ლი­დან არ გა­მო­ცხად­დნენ 55-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით,

დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, რომ რო­გორც კი არ გა­მო­ცხად­დე­ბა მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში, ეს აც­ნო­ბოს მშობ­ლებს, რაც გა­ა­კე­თა ამ ბავ­შვე­ბის დამ­რი­გე­ბელ­მა. ლა­ზა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, გა­ვარ­კვი­ეთ, ახლა წა­ვალ და ვნა­ხავთ ან­დრი­ა­საც, კლი­ნი­კებ­თან ვართ მუდ­მივ კონ­ტაქ­ტში”, – გა­ნა­ცხა­და თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში თა­მა­ში­სას ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად ჩა­სულ ორ არას­რულ­წლო­ვანს დენ­მა და­არ­ტყა.

მათ­გან ერთი – 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გუ­შინ დას­რულ­და.

Share.