“ცნობილი ხდება მძარცველის სახელი გვარი..” – ნახეთ ვინ არის პიროვნება, რომელსაც საქართველოს ბანკის გაძარცვა უნდოდა

0

ქუთაისში, ,,საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.
ის გრიგოლ ნარსიაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თავდამსხმელი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ცნობისთვის, ქუთაისში, საქართველოს ბანკში თავდამსხმელი დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე შეიჭრა.

დამნაშავე შეიარაღებული იყო და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.

როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავდნენ, სწორედ 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ აპირებდა თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას. მას მძევლად 12 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.

ასევე, თვითმხილველის თქმით, იყო გასროლის ხმა.

სპეცოპერაცია ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

დაძაბული ვითარების ფონზე ქუთაისში ვერტმფრენით ჩაფრინდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. რომელიც სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

Share.