“ცნობილია ქმრის ვინაობა რომელმაც საკუთარი ცოლი შვილების თვალწინ მოკლა..” – ნახეთ შსსმ ახლახანს კადრები გაავრცელა

0

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი დანით მოკლა, აფხაზეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ზუგდიდში ცხოვრობდა.
ზუგდიდიდან იყო გარდაცვლილი ქალიც.
არსებული ინფორმაციით, ცოლ – ქმარი ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობაა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ცხედარი ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

თვითმხილველების გამოკითხვა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს – 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ს.კ.-ს, ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ს.კ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს. ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ვ” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“, – ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო:dainteresdi.club

Share.