“ცნობილია რა გახდა მკვლელობის მიზეზი..” – ნახეთ რატომ გამოჭრა ყელი 5 თვის ორსულ ცოლს ქმარმა

0

ვარკეთილში მომხდარ საზარელ მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღოდა, რის შემდეგაც ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით მეზობლებს საუბარი უჭირთ. ისინი ოჯახში დიდ დაძაბულობას არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ ოჯახი გოგონას მიერ ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციით ირჩენდა თავს და შესაძლოა, ამას გამოეწვია ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ მამაკაცმა თავად დარეკა 112-ში, რის შემდეგაც მან მოჰყვა მომხდარი ფაქტის შესახებ და თქვა, რომ 22 წლის მეუღლე მოკლა. მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.
“უცებ იღება კარი, შემოდის პოლიცია, ეს ბიჭი კართან იდგა, ხელგამოშვერილი და ეძახდა, მე ვარო. ჩემს გოგოს დაუძახა, ქეთი მოვკალი და ბავშვი გამოიყვანეო…“ – თქვა მეზობელმა.
წყარო:ambavi.club

Share.