“ჩვილ ბავშვს აწამებდა და თან დედას აყურებინებდა..” – ნახეთ ახლახანს შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა

0

პოლიციამ ათენში 31 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა. საქართველოს მოქალაქე ძებნილი იყო. ბერძნული მედიის ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეს იტალიის ხელისუფლება ეძებდა, ის კი ათენში იტალიიდან გაიქცა.ბერძნული მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს იტალიაში ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქემ კალაბრიას რეგიონში 3 ადამიანთან ერთად,

ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღა, რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად სახლის მეპატრონე და მისი ოჯახის წევრები აიყვანა.
მძევლებს შორის ერთი ჩვილი ბავშვი იყო. ქართველი კაცი, თანამზრახველებთან ერთად იტალიის მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც დაზიანებები ჩვილმა და მისმა დედამაც მიიღო.არსებული ინფორმაციით ჩვილი დედის თვალწინ აწამა, რათა ქალს მისთვის გაემხილა თუ სად იყო სეიფი.
დაკავებულ ქართველს ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
წყარო:siaxle.club

Share.