“ჩვენ პატარას რა ვუთხრა,ვერ გიშველე გულო,გახსოვს რომ დაგპირდი..” – ნახეთ 21 წლის ცოლს, რომელიც მშობიარობას გადაყვა ქმარი სულისშემძვრელი წერილით ემშვიდობება

0

20 ივნისს გარდაცვლილი 21 წლის სოფია კვარაცხელიას მეუღლე სულისშემძვრელად დაემშვიდობა. მისი წერილი თავად გარდაცვლილის “ფეისბუქ-გვერდზე” გამოქვეყნდა. კომენტარებში ახალგაზრდა კაცს, თანაგრძნობას უცხადებენ. ტრაგედია ქუთაისის სამშობიარო სახლ “ბომონდში” რამდენიმე დღის წინ მოხდა. საკეისრო კვეთის შემდეგ ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ დედის – ვერა.
“ჩემო გულო, რაღა მეშველება უშენოდ ჩემო სიცოცხლევ. მენატრები გულო, მწარე ყოფილა უშენობა გულო,

ჩვენს პატარას რა ვუთხრა გულო, ტყუილად რომ წამართვეს შენი თავი გულო. “ბომონდის” ექიმებს თუ ექიმები ჰქვია გულო, შენი თავი წამართვეს გულო. ქეთი ქაჯაიამ გაგვამწარა გულო, მაგენმა იარენ გამწარებული გულო. ეხლა გვინდოდა ბედნიერება გულო. რაღაც ნაბიჯი რომ გადავდგით ცხოვრებაში გულო, ზუსტად მაშინ წამართვეს შენი თავი.

მაგენს არაფერს არ შევარჩენ ჩემო ლამაზო, შენი ფეხით შედი მანდ და ეს რა გამიკეთეს, მკვდარი გამომატანეს შენი თავი. ჩვენ შვილს მარტო მუცელში ვეფერებოდით ერთად გულო. მიყვარხარ სიხარულო, მკვდარიც ძალიან ლამაზი ხარ ჩემო სიყვარულო.

ჩვენს პატარას უკვე ვუთხარი გულო, დედა რომ აღარა ჰყავს, დაგვლოცე და დაგვიცავი გულო ზემოდან მე და ბავშვი და შენი საყვარელი ადამიანები. გახსოვს, რომ დაგპირდი, შენ რომ რამე დაგემართოს თავს არ ვიცოცხლებ-თქო, ახლა რა ვქნა შვილი დამიტოვე გულო და ვეღარ მოგყვები უკან. შენ იცი, მე როგორ მიყვარხარ გულო, კაცი წყევლად გადამაქციეს. მაპატიე, მიყვარხარ ჩემო სიცოცხლევ, პირობას გაძლევ ყოველდღე ვარდით ვივლი შენს საფლავზე და იმასაც გპირდები, რომ პასუხს ყველა აგებს ვინც კი შენ შეგეხო.

ჯერ ჩვენს შვილს ვნახულობ და მერე მოვდივარ შენს სატირლად გულო, შენ ვერაფერი გიშველე. გული მტკივა სიხარულო, ნეტა მე მოვმკვდარიყავი და შენ არა. ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი ტკივილი ხარ. არ მინდა მე რაც დამემართა, ის სხვასაც დაემართოს. ხმა თუ არ ამოვიღე, ყველა დაიღუპება გულო, შენ სულს ვენაცვალე. ბავშვი მოვნათლე, კარგად არის შენი სული ხომ დასტრიალებს თავზე გულო. ჩემო ტკივილო, მიყვარხარ…”
წყარო:geotime.club

Share.