“ჩვენს ოჯახს თქვენი ტკივილის ყველაზე კარგად ესმის..” – ნახეთ როგორ დაეხმარება ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში ტრაგედიისას გარდაცვლილ არასრულწლოვნების ძმებს

0

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს. ამის შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც წერია, რომ გარდაცვლილი ახლობლებისათვის ეს ტკივილი არის განუკურნებელი და ერთადერთი, რითაც მათ ოჯახს შეუძლია მათდამი თანადგომა გამოხატოს – „ნიკოს სტიპენდიაა“.
ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სტიპენდიით, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ ბავშვებისთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას.

“მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების.

ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოსცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა.

ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა – “ნიკოს სტიპენდიაა”. ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ “ნიკოს სტიპენდიას”, რომლითაც იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას.

გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ”, – აღნიშნულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის წერილში.
წყარო: dainteresdi.club

Share.