ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო ამბავი გავრცელდა. ცნობილი ქართველი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მიმინოშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაღუპვის მიზეზი კოვიდია. 2002 წლიდან ალერგოლოგიის ცენტრს “ალერგია 21-ე საუკუნე” ხელმძღვანელობდა.“ჩვენი ოქროს გულიანი ექიმი! ვაიმე, როგორ დამწყდა გული, ჩვენი მაშველი… ჩემი შვილობილი არისო და შვილივით ვიზრუნებ მასზეო, ეს მითხრა ბოლო ვიზიტზე, ჩემსავით უხაროდა კარგ შედეგებს რომ ვდებდით. ვერც წარმომიდგენია ახლა სხვასთან მიყვანა. მისნაირ ადამიანს ვერასოდეს ვერ ვიპოვით. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სულ გვემახსოვრები!” – წერს სოც ქსელში ახლობელი.
”როგორ დაგვწყვიტა გული,გულისხმიერი,პროფესიონალი თავისი საქმის და უკარგესი პიროვნება.უფალმა ნათელში ამყოფოს.ვიზიარებ.” – წერს კიდევ ერთი ახლობელი.