“ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ..” – ნახეთ პატრიარქის სამძიმარი და საოცარი სიტყვები

0

პატრიარქის სამძიმარი 😭💔
ნიკოლოზ წულუკიძეს და თეკლა კოსტავას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს 🥺
პატარა კიტა – კონსტანტინეს გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა.
ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ ყრმათათვის კი,- როგორიც კიტა-კონსტანტინეა,

– მარადიული ნეტარი ცხოვრება.
მჯერა, მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დაიმკვიდრებს და შემწედ და მფარველად მოგევლინებათ. თქვენ კი უფალმა გაგაძლიეროთ რწმენაში, მოგცეთ მშვიდობა და ღვთის გზით დაუბრკოლებელი სვლის უნარი. აღდგომილმა მაცხოვარმა დაგიცვათ და განგამტკიცოთ, ამინ.
ქრისტე აღსდგა!
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
05.05.2022

Share.