“ჩემ შვილზე მე ვერ ვამბობ რომ მკვდარია თქვენ კიდევ..” – ნახეთ ლიზა ქისტაურის სულისშემძვრელი კომენტარი

0

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს მისი შვილის გარდაცვალებას.
„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ – ამბობს იზა არღვლიანი და მწვავედ აკრიტიკებს მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
სატელეფონო საუბრის დროს, რადიო თავისუფლებას გაესაუბრა არღვლიანის ახლობელი, ნანა გოცირიძე და თქვა, რომ ჯერ არაფერი იცის არც ოჯახმა და არც პოლიციამ.

„ჯერ ჩვენ არ ვიცით, ოჯახის წევრებმა, პოლიციამ არ იცის ჯერ“, – ამბობს გოცირიძე და ამატებს: „აქაც ხომ არიან კეთილისმსურველები, ასეთი ინფორმაციით წავედით. მაგრამ მივედით და გავარკვიეთ, ყველა დეტალს გვეუბნებიან არ გვიმალავენ… არის თუ არა ის, რომელ რიცხვში, არაფერი დაემთხვა, რაც გვანახეს არ არის და წამოვედით“.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალთან, ლიზა ქისტაურთან კომუნიკაცია მის ნაცნობებს რამდენიმე დღეა არ ჰქონიათ. ლიზა ქისტაურის ამ დროისთვის ბოლო აქტივობა სოციალურ მედიაში 25 დეკემბერს ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ცეკვის ვიდეოა, რომელიც მისი აღწერის მიხედვით, მის მეუღლეს ეძღვნება.

5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ქისტაური წამებით მოკლეს“ და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს.

Share.