“ჩემს პირად ცხოვრებას რაც შეეხება, დიახ რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო…” – მაია ასათიანი

0

როდესაც ახლა სარკეში ვიყურები, თითქოს უკვე ცოცხალს ვგავარ – ამის შესახებ მაია ასათიანმა „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში” სტუმრობისას ისაუბრა, მისი თქმით ყველა ის ჭორი და ის უარყოფითი კომენტარი, რაც საზოგადოებიდან მოდიოდა მას ძალას მატებდა, აიძულებდა ტონუსში ყოფილიყო, ჭორები რომელსაც მას უვრცელებდნენ მისთვის უინტერესოა და აღარ რეაგირებს.
“ეს ყველაფერი ძალას მაძლევდა, რომ მუდამ ტონუსში ვყოფილიყავი. აი მაგალითად, წერდნენ, რომ ორსულად ვიყავი, ყველაფერი თეთრი კაბით დაიწყო, შვებულებიდან გამოვედი და ცოტა მოსუქებული ვიყავი, თეთრი კაბა მეცვა და საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ორსულად ვიყავი, მეორე ჭორი ის იყო, რომ თურმე გარდავიცვალე. თავიდან მაღიზიანებდა ეს ყველაფერი, ახლა მეცინება ხოლმე” – განაცხადა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელებში არსებულ მისდამი კრიტიკის შესახებ საუბრისას.
ტელეწამყვანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჭორზე თითქოს ის ორსულადაა და განაცხადა, რომ ის შინაგანად ჯერ კიდევ შვილმკვდარი დედაა და სხვა ქალებისგან განსხვავებით არ შეუძლია გარდაცვლილი ბავშვის სახელით შვილი გააჩინოს.
“მე შემხვედრიან ქალები, რომლებიც გარდაცვლილი ბავშვების სახელით შვილს აჩენენ, ეს არ მიმაჩნია მართებულად. მე ეს ყველაფერი არ შემიძლია, მე შინაგანად, კვლავ შვილმკვდარი დედა ვარ” – ამბობს მაია ასათიანი.
მაია ასათიანი გადაცემაში პირად ცხოვრებასაც შეეხო და განაცხადა, პირადი ცხოვრება აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ სურს.
“რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა” – მაია ასათიანი.
წყარო: civi.ge

Share.