“ჩემო ძმაო,ჩემო მეჯვარე ილია..” – ნახეთ პრინცი იოანე ბაგრატიონის სულისშემძვრელი წერილი ილია ელოშვილზე

0

პრინცი იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელია, სოციალურ ქსელში ილია ელოშვილის გარდაცვალებას ეხმიანება:
„ჩემო ძმაო ილია, ვერც კი ვიჯერებ, რომ ჩვენთან აღარ ხარ.
შენ, ვინც წარმოადგენდი ყველა იმ ღირებულებას, რომელიც ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს შეესაბამება. შენ, რომელიც 16 წლის ასაკში ომში წავიდა, ჩვენი ქვეყნის დასაცავად.
შენ, ვისაც დიდი რწმენა ჰქონდა და აღადგინა ჩვენი ეკლესიები. შენ, ვინც ყოველთვის ბედნიერებას უზიარებდი ყველას, ვისაც შეხვდებოდი.

შენ, საუკეთესო მეოჯახე ადამიანი. შენ, რომელიც ყოველთვის საუკეთესო სადღეგრძელოს წარმოთქმით გამოირჩეოდი.
მე უფალს მადლობას ვუხდი, რომ შენთან შემახვედრა, ჩემო მეჯვარევ. შენ იტყოდი “ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გმირები, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით”.
ჩემთვის შენ სამუდამო გმირად დარჩები. მშვიდად განისვენე ჩვენს ზეციურ მამასთან ჩემო ძმაო. პატივი იყო ვყოფილიყავი შენი მეგობარი.

Share.