“ჩემმა თვალის უპეებმა და ნაოჭებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია,გარეგნობის გამო ადამიანს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო..” – ნახეთ რამ გაანაწყენა ანი ბებია

0

მსახიობი ანი ბებია „ინსტაგრამზე“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და წერს, რომ გარეგნობასთან, კონრკეტულად კი, ნაოჭებსა და თვალის უპეებთან დაკავშირებით კრიტიკა მიიღო. ის კი მიიჩნევს, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდნენ გარეგნობის გამო.
„ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა ნაოჭებმა და თვალის უპეებმა, კიდევ რაღაცებმა, მაგრამ აღარ მინდა დაკონკრეტება… ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარში დამიდგა, თუმცა მხარში დამიდგა ცოტა სხვა ნათქვამია, – თავისი აზრი დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა მისი გარეგნობიდან გამომდინარე… დიდი მადლობა, გოგოებო“, აღნიშნავს ვიდეომიმართვაში მსახიობი.

ვიდეო:

Share.