“ჩემი ძებნა არც კი გაბედო და ზოგადად ჩემზე ფიქრი! ახლა მოგინდა ხომ..” – ნახეთ სულისშემძვრელი წერილი დედას

0

“1970.23.11 მშვილებლებმა წამომიყვანეს სურამის ბავშვთა სახლიდან 1 წლის, კახექსიური, დატილიანებული, გასაცოდავებული. ვიცი, რომ მაგრად ვგავარ მამას. ისიც ვიცი, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა ამ ჯგუფშია და ისტერიკულად მეძებს, რადგან ახლა უკვე ისაა დატილიანებული. არ გაბედო ჩემი ძებნა და ზოგადად ჩემზე ფიქრი! დღეს ვისაც და რასაც წარმოვადგენ, ეს მთლიანად ჩემი დედის და მამის დამსახურებაა, რომლებმაც ბავშვს დამამსგავსეს, გამზარდეს, აღმზარდეს, ბნელი 90-იანები გამომატარეს, როცა შიმშილით კვდებოდა ხალხი და თვითონ მშივრები წვებოდნენ და მე სტუდენტს მიზოგებდნენ თავიანთ ლუკმას! დღეს თუ იმ ბავშვთა სახლში არ დამტოვეს და ნარკომანი და კრიმინალი არ ვარ, ეგ სულ ჩემი დ ე დ ი ს და მ ა მ ი ს დამსახურებაა! ვენაცვალე მაგათ! ბიოლოგია არა, ისა კიდე! ათასი წელი არ მაინტერესებს და ნუ დაბღავი აქ ძაან გულმოკლული დედასავით, თითქოს ვინმემ ჩემი თავი წაგართვა! ხელს

გიშლიდა შვილი გათხოვებაში!პატივი ეცი დანარჩენ შვილებს ბოლომდე, როგორც მიყვებოდი ზედ , მაშინ, როცა არც კი გაინტერესებდა როგორ ვიყავი! თორემ გტავდა ნაზიკო, რომლისთვისაც ერთხელაც არ გიკითხავს, რა უჭირდა და ულხინდა სენს შვილს! არ მაინტერესებ, წიხლზე მკიდიხარ ზუსტად ისე, როგორც შენ დამიკიდე და ბავშვთა სახლში დამაგდე!

ვინც გამზარდა და რა ჰარმონიული ოჯახიც მაქვს, დამანებე, ნუღა ყოფ ცხვირს ჩემს ცხოვრებაში! ახლა მოგინდა შემდგარი და საქმეაწყობილი შვილი? ეგრე სად არი? მე მიყვარს ჩემი დედა და მამა! წერტილი.” -ამ პოსტს ავრცელებს ლევან ორბელაძე სოციალურ ქსელში.

Share.