“ჩემი შვილი ვარლამი რისკის ქვეშ არის..” – ნახეთ რას ყვება ვარლამ გოლეთიანის დედა შვილზე

0

რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის დედა, მარიტა მუსელიანი აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგია. უნივერსიტეტში მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუღლე სასულიერო პირი გახდა, მასთან ერთად ცაგერში გადასახლდა.ცოლიც და ქმარიც წარმოშობით ლეჩხუმელები არიან. ვარლამის მამა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში 28 სოფლის მღვდელია. მათი მეორე ვაჟიც ძმის და დედის გვერდით დგას ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვარლამს დაც ჰყავს, რომელიც ექიმია.“ჩვეულებრივი, ტრადიციული ოჯახი გვაქვს. არ გვინდა, პორტრეტები ვხატოთ ჩვენი ოჯახის წევრების და მერე ამაზე ილაპარაკონ. საზოგადოებრივი მოძრაობა ჩემი დაარსებულია აქ. ვარლამი მაშინ თბილისში

იყო წასული. გალობდა, აკადემიაში სწავლობდა… რომ დაბრუნდა და აქ ყოფნა მოინდომა. არასწორად მიმაჩნია მისი ფიგურის ლიდერის რანგში წარმოჩენა. რაც უფრო იქმნება მის გარშემო ასეთი დამოკიდებულება, მით უფრო დამამძიმებელია მისთვის.

არ ღირს პოლიტიკაში ჩართვა. ჩვენი ოჯახიდან არჩევნებზეც იშვიათად დავდივართ. ბოლოს, მგონი, 2012 წელს ვიყავი და „ოცნებას“ მივეცი ხმა, რადგან პროგრამაში ეწერა,დიდ ჰესებს არ ავაშენებთო. ეს რომ შევახსენეთ, გვითხრეს, მაშინ კოალიციური მთავრობა იყო და სხვებმა ჩაწერესო. მოგვატყუეს, რადგან ასე სჭირდებოდათ. მოიგეს ჩვენნაირი ხალხის გული და მერე გაგვაცურეს…

დღევანდელი პოლიტიკური სისტემა, რომელიც დასავლური მოდელია თუ რაღაც ნარევია, არ მოგვცემს საშუალებას, ხელისუფლებაში მოვიდეს ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, რომელიც გაატარებს სახელმწიფო ინტერესებს, არ იქნება სხვაზე დამოკიდებული.

ახლა ვარლამი რა საქმიანობასაც ეწევა, რისკია. ხელისუფლებას რომ ედავები, ძალაუფლების მქონეს ეხები, რისკია, აბა, რა არის?! მისი ლირიკულ გმირად გამოცხადება არ მიხარია”, – განუცხადა “სარკეს” მარიტა მუსელიანმა.წყარო:geoambebi.com

Share.