“ჩემი შვილი ამ არხმა დამაკრძალვინა..” – ნახეთ რა გააკეთეს რუსთავში2-ში როდესაც მაია ასათიანს შვილი გარდაეცვალა

0

გადაცემა „პროფილი“ უკანასკნელად გავიდა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ტელეკომპანია დატოვა და მაყურებელს ემოციურად დაემშვიდობა:„როცა ჩემი ცხოვრების მთავარი ტრაგედია მოხდა, მე აქ მასწავლეს, როგორ დამეწყო თავიდან სიარული. ხელით მატარებდნენ, მართლა ხელით მატარებდნენ, როცა ფეხი მეკვეთებოდა. ყველა სირთულეს, ყველა პრობლემას მარიდებდნენ, რომ არ დავმძიმებულიყავი. მე ჩემმა არხმა დამაკრძალინა შვილი, მე ჩემმა არხმა მომცა ახალი სიცოცხლე, მე ჩემმა არხმა გადამარჩინა და დღემდე მე ის 20 წლის წინანდელი გოგო ვარ, რომელიც სიბნელიდან ანთებულ „რუსთავი 2“-ში მივიდა.…მაგრამ

დღეს ბოლო „პროფილია“, მივდივარ, რადგან იძულებული ვარ, წავიდე. მივდივარ იმიტომ, რომ საბრძოლველი არაფერი მაქვს. დღეს მე ამ არხზე ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ იმიტომ, რომ იმ სინათლეს მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ“.წყარო:geoambebi.com

Share.