“ჩემი საფლავი დედაჩემის გვერდით უნდა იყოს. იმ მი­წა­ზე კი ჩემს მა­გივ­რად ულა­მა­ზე­სი ბაღი გა­ა­შე­ნეთ. მიყვარხართ და იცოდეთ..”

0

დო­მე­ნიკ მან­გო, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წა­ვი­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:
“მგო­ნი ყვე­ლა­ზე დრო­უ­ლია ამ წე­რი­ლის და­წე­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დე­და­ჩე­მის გვერ­დით უნდა იყოს ჩემი საფ­ლა­ვი, იმ მი­წა­ზე კი ჩემს მა­გივ­რად გა­ა­შე­ნეთ ულა­მა­ზე­სი ბაღი.
არ გაგ­ვი­კე­თოთ ძვირ­ფა­სი ქვე­ბი, არც სა­ხე­ლე­ბი და არც სუ­რა­თე­ბი. მხო­ლოდ ხე­ე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი, მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზე. ვი­საც გული გე­ტყვით გულ­ზე და­მარ­გოთ ყვა­ვი­ლი ან ხი­ლის ხე, რო­მე­ლიც თქვე­ნი ეზო­დან სიყ­ვა­რუ­ლით ამო­მი­ტა­ნეთ, დაგ­ვარ­გეთ გულ­ზე.

სულ ეს არის ჩემი და­ნა­ბა­რე­ბი. მიყ­ვარ­ხართ და იცო­დეთ, არას­დროს არ და­ი­ხი­ოთ უკან როცა გული გკარ­ნა­ხობთ, რად­გან სიკ­ვდი­ლა­დაც კი ღირს გუ­ლის თქმის ნდო­ბა. თუნ­დაც ვე­რა­ვინ ვერ გა­გი­გოთ და ყვე­ლა გემ­ტე­რე­ბო­დეთ, ბო­ლოს მა­ინც სიყ­ვა­რუ­ლამ­დე მი­გიყ­ვანთ გული. ჩემი პი­რო­ბა ქვას ტეხს და თქვენც დამ­პირ­დით, რომ არ მოგ­ვაკ­ლებთ ცო­ცხალ ყვა­ვი­ლებს, ხი­ლის ხე­ებს, ჩრდი­ლებს და სი­ლა­მა­ზე­ებს.დამ­პირ­დით და შე­ას­რუ­ლეთ თქვე­ნი პი­რო­ბა.

ჯერ არ ვკვდე­ბი, მაგ­რამ თუ ავ­ფეთ­ქდით, იცო­დეთ, რომ თქვენ მე მა­ცო­ცხლეთ. ყვე­ლა მა­გი­ნე­ბე­ლის­თვის მი­პა­ტი­ე­ბია და ვი­თხოვ პა­ტი­ე­ბას, თუ გული გატ­კი­ნეთ.P.S ჩემი ნი­ნაც გვერ­დზე იქ­ნე­ბა იმ ვარ­დე­ბის ქვეშ”, – წერს დო­მი­ნიკ მან­გო.

Share.