“ჩემი თეო რომ გარდაიცვალა..” – ნახეთ ეს არავინ იცოდა,რა საიდუმლო გაამხილა გელა დაიაურმა რამდენიმე წუთის წინ

0

“თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია. თეოს მერე ცოტა რთულია სიმღერის დაწერა იმდენად დიდი იყო…
ტკივილზე ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს, მირჩევნია ჩემთვის ვიფიქრო, ჩემთვის მქონდეს და ჩემთვის ვატარო.
თუმცა ვწერდი ამ პერიოდში ლექსებს, წიგნადაც გამოვეცი, რომელიც ოჯახს მივუძღვენი.
ლექსი გეხმარება თავისთავად. იმ სათქმელს, რომელსაც ვერავის ვერ ეუბნები, მთლად შენს თავში არ იხარშავ და რაღაცნაირად ფურცლებს ანდობ ისევ საიდუმლოს.

მეუბნებიან, რომ ძლიერი ვჩანვარ, ალბათ გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან.

სადაც მე გავიზარდე, მთაში, მამაკაცს არ უნდა გამოეხატა ზედმეტად ემოცია და უნდა შეხვედროდა მტკიცედ.

რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა ადამიანს.

თუ შენ ზედმეტად იგლოვებ, არც საკუთარ თავს სცემ პატივს, არც იმ ადამიანებს, ვინც დაკარგე, არც შენს ოჯახს, არც შენს ქვეყანას.

ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის წამიერი განშორება მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს არის წამის სოფელი, წუთისაც არ არის.

Share.