“ჩემი დაბადების დღეა და მე ძალიან მინდა, რომ..” – ნახეთ რა არის ლიზა იასკოს დაბადების დღის სურვილი

0

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის რჩეულის, ლიზა იასკოს დაბადების დღეა. სოციალურ ქსელში ლიზამ დაწერა, რომ ისურვებდა ეს დღე მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღენიშნა. მან ფეისბუქში თავის რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვყნა.
“ჩემი დაბადების დღეა და ძალიან მინდა, რომ გარემოება სხვანაირი იყოს.
მინდა, რომ ერთად აღვნიშნოთ ეს დღე, თბილად, მხიარულად, საინტერესოდ და ჰარმონიულად – როგორც ყოველთვის, როცა ერთად ვართ.
მე მჯერა, რომ ეს საშინელი სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება და ერთად გატარებული დრო სახლში, კვლავ გახდება ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით”, – წერს ლიზა იასკო.

Share.