“ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დამეღუპა ძალიან ცუდად ვიყავი..” – ნახეთ ეკა ბესელიაზე ეს არავინ იცოდა ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

0

პოლიტიკოსი ეკა ბესელია „ფორმულას“ ეთერში იმ ისტორიას იხსენებს, რომელიც აქამდე ჯერ არ მოუყოლია.
„პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ის პერიოდი ჩემთვის რთული იყო, რადგან მაშინ პირველი ოჯახი დამენგრა. ის ადამიანი ძალიან დამეხმარა. როგორც დამწყებ იურისტს, მასწავლიდა როგორ უნდა გამევლო სირთულეები. ეს იყო სულ 8-9 თვე. მაგრამ ეს იყო იმდენად დიდი პატივისცემით და სიყვარულით დატვირთული…. დამოკიდებულება მსგავსი არაფერი მინახავს. ის ადამიანი ცხრა თვეში გარდაიცვალა. ის იმ დროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. ეს ისეთი სტრესი იყო. მომიკვდა ყველაზე

ძვირფასი ადამიანი მაშინ, ვინც შეიძლება მყოლოდა.
პირველი, რამაც ამ სტრესიდან გამომიყვანა გამახსენდა, რომ ციხეში დისშვილი ჰყავდა, რომელსაც იცავდა. ვერ მოასწრო მისი ციხიდან გამოყვანა. ვერ ვდგებოდი ფეხზე, ამისთვის ავდექი და ფეხზე დავდექი. რამდენიმე თვეში ციხიდან გამოვიყვანე. რაღაც არამიწიერი, რომ გეხმარება,“ – ამბობს ეკა ბესელია.

მისივე თქმით, მან წლების შემდეგ, ამ ადამიანის მანქანა იყიდა.

„ერთ დღეს პავლოვზე მივდივარ. ერთ-ერთ კორპუსთან ის ავტომანქანა დავინახე, რომელიც მას ჰყავდა. რაღაცნაირად მწვანე. პატრონს ვუთხარი, რომ თუ როდესმე გაყიდდა ჩემთვის დაერეკა. ნომერიც დავუტოვე. რამდენიმე თვეში ამ ბიჭმა დამირეკა. დამიჭირეს, პრობლემა მაქვს და ეს მანქანა უნდა გავყიდოო. როგორი ჩავედი საჩხერეში არ მახსოვს. ვიყიდე ეს მანქანა. სულ მყავდა, სანამდეც გაძლო.

პირველი ადვოკატურაც მის სახელზე გავაკეთე. მის ოჯახთანაც დღემდე ვმეგობრობ. დიდი გავლენა მოახდინა. საფლავზე დღესაც დავდივარ. სურათი გავუკეთე ჩემი წარწერით… ეს ისტორია არასდროს მომიყოლია. იმ მანქანაში გარდაიცვალა. მაგიტომ ვეძებდი მანქანას,“ – ამბობს ეკა ბესელია.
წყარო:geoambebi.com

Share.