”ჩემზე და დებზე დედა ძალადობდა, თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია..” – ნახეთ 14 წლის დაღუპული გოგოს ძმის გამაოგნებელი განცხადება

0

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ძმა სულიკო ცეცხლაძე, უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ.
„დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს“, – განუცხადა გარდაცვლილი გოგოს ძმამ ჟურნალისტებს.
გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა ტარიელ ცეცხლაძე გამოძიებამ გამოკითხა. ის მედიასთან აცხადებს, რომ

გამოძიებას ყველა ინფორმაცია მიაწოდა. ის აცხადებს, რომ ნინიმ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება და მასზე გაბრაზებული იყო. გოგო არ უცემია, შესძულდა და არ ელაპარაკებოდა.

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა, მერი რომანაძე ამბობს, რომ ბაბუა და ბაბუის ძმისშვილები ნინიზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ. ამის შესახებ გოგომ დედას გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრეც უამბო.

შეგახსენებთ, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი ნახა.

ამის შემდეგ, 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა.წყარო:geoambebi.com

Share.