“ჩანთაზე ტოკი ჩამოვაბი დავდექი,ტირილი მინდოდა ამ დროს, ბიჭი მოვიდა დ..” – ნახეთ რას ყვება გიო, რომელსაც სურამში 2 დღე ეძებდნენ

0

20 წლის გიორგი კობალაძე, რომელსაც ორი დღე მთელი საქართველო ეძებდა, გუშინ ბათუმში იპოვეს. მან წინადღეს სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თვითმკვლელობას აანონსებდა, საკუთარი ცხოვრების შესახებ ჰყვებოდა და მომხდარის გამო, ოჯახს ბოდიშს უხდიდა.„ფსიქოლოგიურად განადგურებული ვარ. ყველანაირად ძალას ვიკრებ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას დახმარებისთვის, თანადგომისთვის. გადავხედე კომენტარებსაც. ბევრი უარყოფითი იყო. არ მინდოდა, ასე გამოსულიყო. სულ სხვა განზრახვა მქონდა. არ მიფიქრია, რომ ამდენ ადამიანს გაეგო. მთელ საქართველოს გაეგო. მე ჩემს

ოჯახის წევრებთან დამშვიდობება მინდოდა. არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ. დილით, ჩვეულებრივ მივდიოდი სამსახურში. ეს ამბავი წინა დღისით მქონდა გადაწყვეტილი. ყველას ცალ-ცალკე ვერ დავურეკავდი. იმიტომ გადავწყვიტე ეს ფორმა. დღეს, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ცოცხალი ვარ და ამის ძალა მომცა. ბედნიერი ვარ, იმდენი ადამიანი მიდგას გვერდით. მაგრამ, ამავდროულად შეწუხებული ვარ, რომ ასეთი ამბავი მოჰყვა“.

„ბათუმში ჩემით წავედი. როდესაც თავი გავითავისუფლე, მერე წავედი. უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. მეორეც, ბათუმი ნანახი არ მქონდა. გადავწყვიტე, დროებით იქ ვყოფილიყავი. სანამ, რამე შეიცვლებოდა. წავედი სრულიად უცხო გარემოში, რომ კარგად დავფიქრებულიყავი ყველაფერზე. იქ, რომ ჩავედი დავრწმუნდი, შეუძლებელი არაფერია. მთელი დილა ზღვის ნაპირთან ვიჯექი და ვფიქრობდი. ტირილი მინდოდა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. ამ დროს, ბიჭი მოვიდა და ასანთი მთხოვა. მან მიცნო… მთელი საქართველო გეძებსო. დღეს უკვე სახლში ვარ. მადლობას ვუხდი ღმერთს. რამდენიმე კვირა მონასტერში უნდა წავიდა. სიმშვიდე ვიპოვო. ყველაზე მეტად ეს დამეხმარება. გავერკვიო ყველაფერში.
წყარო:daqali.club

Share.