შოკისმომგვრელი ფაქტი – 13 წლის დები ძმისგან დაორსულდნენ, დედამ იცოდა და მის ბიჭს ხელს აფარებდა

0

შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა რუსეთში – ვოლგოგრადში 13 წლის ტყუპი და მათი უფროსი ძმისგან დაორულდა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, შემზარავი ფაქტის შესახებ ბავშვების დედამ იცოდა, თუმცა ოჯახს ბიჭი არჩენდა, ამიტომაც მას ხელი დააფარა.
შემთხვევა მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ერთ-ერთი გოგონა გინეკოლოგთან კონსულტაციაზე მიიყვანა. ექიმებმა არასრულწლოვანის ორსულობის დაფიქსირებისთანავე, სამართალდამცავებს მიმართეს. სამართალდამცავებმა გოგონა და მისი დედა გამოკითხეს და შემზარავი სიმართლეც დაადგინეს. თანაც გაირკვა, რომ ორსულად იყო მეორე გოგონაც.
როგორც გაირკვა, 25 წლის ბიჭი ტაჯიკეთში მუშაობდა და სახლში 2016 წლის სექტემბერში დაბრუნდა. წლის განმავლობაში ის საკუთარ არასრულწლოვან დებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და ახლა სასამართლოს განაჩენს ელოდება.
წყარო: mins.ge

Share.