”შვილები არ გეცოდებათ? ეპიდემიის ტალღა თუ აგორდა, გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე ვერ გვიშველის, იცით რატომ?” – ნახეთ ისრალეში მცხოვრები ქართველი ექიმის მიმართვა

0

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ექიმი ანა კოლ-შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“რაღაცას დავწერ, ბევრს არ მოგეწონდბათ!
#შიში!!
შიმშილის შიში!
ამ შიშმა საღი აზროვნებს დაგვაკარგინა და ყველაზე მთავარი რეკომენდაციები რაც გვქონდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, გამოცდილი ჩინელებისგან, აი, მაგ რეკომენდაციები დავივიწყეთ:
1. #დაიბანეხელი
2. #მოერიდე #საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
3. დაიცავი #დისტანცია ორ მეტრამდე

გუშინ რაც სუპერმარკეტებში დატრიალდა ეს იყო #კორონას #ზეიმი.
ეს ზედახორა! ათასობით ადამიანი ერთმანეთს აჯდა ზეთისთვის, ფქვილისთვის, პურისთვის, რომლის მარაგი ყველა სახელმწიფოს აქვს და თუ არ აქვს ერთმანეთს დაეხმარება ამ დროს მსოფლიო, მაგრამ აი, იმ ათასობით ადამიანში რამდენი კორონავირუსის მატარებელი იყო და ვინ ვის რა გადასდო- ღმერთმა იცის!
თან გაგვაფრთხილეს:

დავადება #მრავლდება #გეომეტრიული #პროგრესიით: ერთი გადასდებს 5 დან -8 ადამიანს!
დათვალეთ ახლა!
მერე იქედან გამისულებმა ოჯახებში წაიღეთ!
შედეგებს დაველოდოთ!
ღმერთმა ნუ ქნას და ჩემი პროგნოზი არ გამართლდეს!
იქნებ და ღმერთმა გადმოგვხედოს!
იგივე მოხდა გუშინ ისრაელის სუპერმარკეტებშიც!!!
უნამუსო ბრბო ვართ!
რა ტექნოლოგია გვიშველის! ჯუნგლებისაა ადამიანი!!!
არ გვიყვარს ჩვენი შვილები?
რატომ არ ვუფიქრდებით რას ვაკეთებთ?

#დაიცავი #ჰიგიენა!
გუშინ იმ სუპერმარკეტებში, ვისი ხელი სად იდო და რაზე, ვინმემ იცის? ვინ ვის ჩაახველა და დააცემინა…
არა რა, ჯუნგლების წესით ვცხოვრობთ და ჯუნგლების წესით უნდა გავიწმინდით , ალბათ…
მე არ მაღელვდბს ის საკითხი და ქირქილი , დედა რა მოხდა სუპერმარკეტებშიო, მე საზოგადიების თავშეყრის ადგილებში ზედახორა მაღელვებს!

იმედია ღმერთი არ გაგვწირავს!
მარტო ღმერთის იმედი მაქვს, თორემ ეს ეპიდემიის ტალღა თუ აგორდა, ვერც ტიკარაძე, ვერც იმნაძე, ვერც გამყრელიძე, ვერც ცერცვაძე და ვერც გახარია … ვერავინ ვერ გვიშველის.

ღმერთო გვიშველე!
გუშინ #კორონა კაციდან კაცში გადადიოდა, ზემობდა და მრავლდებოდა!
გუშინ #კორონა #დაგვცინოდა
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!!!
#დაეტიეთსახლებშიიი!!!!

ვიღაც/რაღაც ჩვენს შიშს და პანიკას მართავს!
ეგეც გათვლილია!
შეგვყარეს სუპერმარკეტებში!

ეს ვირუსი ჭკვიანია, მაგრამ ადვილად #მართვადი!
იმის მაგივრად, რომ შევიტყუოთ ხაფანგში, ანუ ყველა ვირუსის მატარებელი მოვათავსოთ ერთად, დავიცვათ კარანტინი და ჩავკლათ, აქეთ გვმართავს!
აქეთ გვიტყუებს ათასობით ადამიანს ხაფანგში და მრავლდება!
#ჭკუასმოუხმეთ!”

Share.