“შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და 12ჯერ დაარტყა დანა,ახლა კი ცდილობენ..” – ნახეთ შემზარავი ინფორმაცია ოჯახი დუმილს არღვევს

0

„მაქვს ინფორმაცია, ცდილობენ შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ” – ამის შესახებ ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული ქალის ოჯახი საუბრობს. ეს მათი პირველი საჯარო განცხადებაა 2022 წლის 21 მაისს მომხდარის შემდეგ.საუბარია 7 თვის წინ, თბილისში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მამაკაცმა მეუღლეს ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ 12 ჭრილობა მიაყენა.

,,მოვითხოვ იმას, რომ უმკაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მე მგონი 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი.

მე ვიცი, რომ ჩემს შვილს, ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მისთვის ცდილობენ, რომ ისეთი საბუთი გაუკეთონ, რომ არის იგი შეურაცხადი, რის გამოც, ის შეიძლება ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მერე თავისუფლებაზე მოხვდეს“, – ამბობს მოკლული ქალის დედა ,,მთავარ არხთან“ საუბრისას.
წყარო:ambavi.club

Share.