“შვილებთან ერთად დედაც დაიღუპა , ერთად ვერ ასაფლავებენ, სასაფლაო გადავსებულია ახალი მიცვალებულებითო..” – ნახეთ რამდენიმე დღის წინ დაღუპული ძმების დედაც ახლახანს გარდაიცვალა

0

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა მარი ჩი­ტა­ი­ამ უმ­ძი­მე­სი ამ­ბის შე­სა­ხებ და­წე­რა – კო­რო­ნა­ვირუს­მა ძმე­ბი – ზურა და დათო გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბი იმ­სხვერ­პლა, დედა კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კლი­ნი­კა­ში გა­ნაგ­რძობ­და მკურ­ნა­ლო­ბას.
მაია ჩი­ტა­ი­ას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს კო­რო­ნა­ვირუსს ემსხვერ­პლა გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბის დე­დაც:
“დე­დაც წა­ვი­და!.. სულ ცოტა ხნის წინ ვწერ­დი: “როცა დედა თვალს გა­ა­ხელს, შვი­ლებს მო­ი­კი­თხავს”!.. არ მოხ­და ასე! და­თოს და ზუ­რას შე­უ­ერ­თდა მა­რა­დი­სო­ბა­ში. სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია, ემო­ცი­ე­ბის­გან და­ვი­ცა­ლეთ ყვე­ლა, ვინც ბოლო სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სტრესს გავ­დი­ვართ – კო­ვიდ­თან ბრძო­ლის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სტრესს!

და­იმ­სხვრა ლა­მა­ზი ოჯა­ხი თა­ვი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­რე­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩანს, მაგ­რამ შიგ­ნით, ახ­ლო­ბელ­თა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბას ას­ხი­ვებ­და: ზურა და დათო, უმა­მოდ გაზ­რდი­ლე­ბი, სა­ოც­რად კარ­გი დე­დის ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი შვი­ლე­ბი! ზურა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, ნი­ჭი­ე­რი, ღრმა და სუფ­თა, კარ­გი ძმა და მე­გო­ბა­რი, ყვე­ლას გვერ­დში მდგო­მი, რო­გორ­საც ისურ­ვებ­დით მე­გობ­რად, ნა­თე­სა­ვად ან უბ­რა­ლოდ, ნაც­ნო­ბად! ასე­თი­ვე იყო და­თოც, ზუს­ტად ასე­თი – ერ­თგუ­ლი და უღა­ლა­ტო ბიჭი…

მად­ლო­ბა თქვენ, ბი­ჭე­ბო, ამ სი­კარ­გის­თვის, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მად­ლო­ბა! ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა: ერ­თმა­ნე­თი გა­ი­ტა­ნეს ცხოვ­რე­ბა­ში და სიკ­ვდილ­შიც კი!.. კარ­გი ქარ­თვე­ლე­ბი დავ­კარ­გეთ!დედა-შვი­ლე­ბის ერ­თად და­საფ­ლა­ვე­ბაც ვერ მო­ხერ­ხდა, სა­საფ­ლაო გა­დავ­სე­ბუ­ლია ახა­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბით, ამი­ტომ ახ­ლობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, დე­დის საფ­ლა­ვი შვი­ლე­ბის­გან მო­შო­რე­ბით გა­ეჭ­რათ! კი­დევ ერთი სტრე­სი! ამ ტრა­გე­დი­ის მიღ­მა არის უფ­რო­სი ძმა სოსო, საყ­რდენ­გა­მოც­ლი­ლი და მხრებ­ჩა­მოყ­რი­ლი – მო­უ­ლოდ­ნე­ლად დე­დის და ძმე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი.

არ­ყოფ­ნამ გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში დიდი შავი წერ­ტი­ლი დას­ვა, სა­ხე­ლად “კო­ვი­დი”! ასეთ ფონ­ზე აზრს კარ­გავს მო­წო­დე­ბა, რომ ავიც­რათ, ეს უკვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა გავ­წი­როთ თავი, ოჯა­ხის წევ­რი, მე­გო­ბა­რი, ნაც­ნო­ბი და შე­საძ­ლოა, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნიც კი, რად­გან არ ვი­ცით, ვის რა ბრძო­ლა გვე­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, ვის გა­უ­მარ­თლებს, ვის – ვე­ღარ!..”

Share.