“შენც და შენ დასაც ორივეს ყელს გამოგჭრით…” – ნახეთ ვინ არის და რატომ მოკლა სინამდვილეში კახეთში ბიჭმა სიძე

0

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 24 წლის ცოლისძმამ – თომა ბაბისაშვილმა 38 წლის სიძე – დის მეუღლე ზურაბ ბენაშვილი სანადირო თოფით მოკლა. მეზობლები იმ დეტალებს ჰყვებიან, რომელიც ამ ტრაგედიის მიღმა იმალებოდა:
“დაახლოებით, 10 წლის წინ თომას ერთადერთი და გათხოვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. სულ მალე გაირკვა, რომ გოგონა ბედნიერების ნაცვლად ძალადობაში ცხოვრობდა, მეუღლე განუწყვეტლივ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ბევრჯერ ყოფილა, რომ თომას და ბავშვებით სოფელში დაბრუნებულა, მაგრამ ქმარი უკან მოჰყოლია და მუქარითა და ძალადობით წაუყვანია. ცხადია, თომას სიძე არ უყვარდა და არც დის ოჯახში დადიოდა, რუსთავში. რამდენიმე ხნის წინ თომას დედა წავიდა შვილისა და შვილიშვილების სანახავად და

სიძემ ისიც ნაცემი გამოუშვა, რამაც ეს ბიჭი კიდევ უფრო გაანერვიულა.

მოკლედ, ბოლოს თომამ და ორი შვილით სოფელში ჩამოიყვანა და თავისთან ამყოფებდა. სიძე კი, ცხადია, ისევ მიუვარდა ოჯახში, თანაც – დილაადრიან. ეს იმ დროს დაემთხვა, როდესაც თომა შინ არა იყო. როდესაც სახლში წივილ-კივილი ატყდა და უკან დაბრუნებული ბიჭი ამას შეესწრო, სახლში შევარდა და სიძე გარეთ გამოაგდო. ის კი ეზოს გარეთ, ქუჩაში გაჩერდა და მთელ ოჯახს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. გააფთრებული ემუქრებოდა თომას, შენც მოგკლავ და შენს დასაც ღორივით გამოვჭრი ყელსო. ამას ბავშვები ისმენდნენ და კვლავ კიოდნენ. ისტერიკაში იყვნენ. ამ წიოკში თვალი არავის მოუკრავს, როგორ გამოიტანა თომამ სახლიდან სანადირო თოფი და სიძეს როგორ ესროლა. საუბედუროდ, მას ტყვია ყელში მოხვდა, იქვე დაეცა და წუთების განმავლობაში დაიღუპა. კარგი იქნება, თუ სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ გარემოებებს, რაც ამ მკვლელობამდე ხდებოდა”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” სოფელ ფშაველის მკვიდრმა ჯული ბარიხაშვილმა.წყარო:bednierebis.club

Share.