“შენი პატარა შვილი არ შეგებრალა,შენს სახლში სანთლები ტირიან..” – ნახეთ 26 წლის ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა

0

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე გოჩა ხუნწარიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მის გადასარჩენად საზოგადოება თანხასაც აგროვებდა. იგი სამსახურიდან ბრუნდებოდა, როდესაც ფეხით მიმავალს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა და მრავლობითი დაზიანება მიიღო.
„გლოვობს ჩემი სამტრედია გარდაიცვალა 26 წლის გოჩა ხუნწარია. შენთან რა უნდოდა სიკვდილს… რანაირი ახალი წელი დაუდგა ხუნწარიების ბედნიერ ოჯახს…
გოჩა ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს, რომელმაც ასეთი ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, გოჩასნაირი კეთილშობილი ადამიანები ჩვეულებრივად მოდიან დედამიწაზე, გვივსებენ გულებს სიყვარულით და მერე ასე ნაადრევად ზეცაში მიდიან… და გადაინაცვლებენ მარადიულობაში…

რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს ამ ახალ 2023 წელს? ნეტავ….

მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. ჩემო ძვირფასო სამტრედიელებო ხუნწარიების ოჯახო ემიგრანტო გმირო ქალბატონო ნანა ხუნწარია უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობას და სულის სიმტკიცეს გისურვებთ…

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ქართველ.ემიგრანტს თურქეთში ნანა ხუნწარიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია… ღმერთო მიეცი ძალა ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი გოჩა.

იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო, ამბობენ… ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები, შენი სურათის მოფერების გარდა არაფერი შეგვიძლია. თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, წახვედი და დაგვიტოვე უსასრულო სევდა.. უშენობა კი მხოლოდ ცრემლებს ბადებს და უზომოდ გვაკლიხარ გვენატრები.

შებრალებას ითხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალა შენი ოჯახი და შენი 6 წლის შვილი, რომელიც სულ მარტომ გაზარდე…

სამტრედიაში ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია… თხოვნა იგივე… ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ…

დრო ნელია, ალბათ, არც მიდის…

ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი… ”

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა“,- წერს შოთო სიხარულიძე.

Share.