“შემრცხვა მეთქვა რომ ვიყავი ჯანმრთელი,დამანგრია ამ ტრაგედიამ..” – ნახეთ რა დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ხათუნა ჟორდანიას მკურნალობის პერიოდში

0

ხათუნა ჟორდანია გადაცემა „სხვა ნანუკაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადამ მძიმე სენზე და მის მკურნალობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, როდესაც გამოჯანმრთელდა, ახლობელი ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, რომელიც მეგობრის მაია ყიფიანის შვილია.
„ერთი ძალიან მაგარი ბიჭი დაკარგა თბილისმა… მისი დედა ჩემი სისხლი და ხორცია. მაია ყიფიანი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად დამყვებოდა ქიმიებზე და ჩემს გვერდით იყო, სხვა ჩემს ძალიან კარგ მეგობრებთან ერთად.

დამანგრია ამ ტრაგედიამ…. გულწრფელად გეტყვი, მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე. მრცხვენოდა იმის თქმა, რომ მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს“, – განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.
ვიდეო:

Share.