”შეზღუდვების მაშტაბები იზრდება, ეს დადასტურებულია…” – ნახეთ რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება ორ დღეში ქვეყანაში

0

„შეზღუდვების მასშტაბი გაფართოვდება, მაგრამ არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს. სავარაუდოდ, შეეხება დიდ სავაჭრო ცენტრებს. ტრანპორტის შეზღუდვაზე ინფორმაციას არ ვფლობ. რამდენადაც ვიცი, მიდის ამაზე მსჯელობა“, – აცხადებს „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი ლადო კახაძე ქვეყანაში ეპიდვითარების გართულებასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 ნოემბრიდან, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიასთან ბრძოლის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, მათ შორის შეიზღუდება ტრანსპორტით გადაადგილება.

„სრულილოქდაუნი” არ იქნება, მაგრამ შეზღუდვების მასშტაბი გაფრთოვდება – ეს შემიძლია დაგიდასტუროდ. შეზღუდვები არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს. სავარაუდოდ, შეეხება დიდ სავაჭრო ცენტრებს, მოლებს. ტრანსპორტის შეზუდვაზე ჯერ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა მიდის ამაზე მსჯელობა.

„ეს შეზღუდვებიც გამოწვეულია იმით, რომ დაავადება სწრაფად ვრცელდება და ეპიდვითარება რთულდება, 4000 ათასამდე ავედით და მომდევნო დღეებში ალბათ უფრო მეტი იქნება. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს. თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, თითოეულ ადამიანს თითო პოლიციელს ხომ ვერ დავუყენებთ…

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცეებს ეს აწყობთ, რომ ქვეყანაში კრიზისი შეიქმნას. ვერ გავიგე, ეპიდემიის გვერდით დგანან, სიკვდილის გვერდით დგანან? როგორ შეიძლება ამ თემით ვაჭრობა. ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში, როგორი შეზღუდვებია ევროპაში და აშშ-ში. ისრაელში 1000 მეტრის დაშორებით ვერ გახვალ სახლიდნ

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი იყო. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო: bednierebis.club

Share.