შევდივარ ჩვენს საძინებელში და რას ვხედავ?! – ჩემი ქმარი მეზობლის გოგოსთან ჩემსავე საწოლში არ ფართხალებს?!… ჰოდა, ჩუმად, ფეხის წვერებზე უკან გამოვდივარ, სამზარეულოში გავდივარ და…

0

“ავტობუსში ქალი მგზავრობს და თან მობილურზე ლაპარაკობს

–წარმოგიდგენია, ნუნუკა, შევდივარ ჩვენს საძინებელში და რას ვხედავ?! – ჩემი ქმარი მეზობლის გოგოსთან ჩემსავე საწოლში არ ფართხალებს?!……ჰოდა, ჩუმად, ფეხის წვერებზე უკან გამოვდივარ, სამზარეულოში გავდივარ, ვიღებ…..

-ვაიმე, ნუნუკა, გოგო, ჩემი გაჩერებაა!… 6-ზე სამსახურიდან რომ გამოვალ, დანარჩენს მაშინ მოგიყვები….

საღამოს 6-ზე, იგივე ქალი იმავე მარშრუტის ავტობუსში ადის, ჯდება. იქ იგივე სახეები ხვდება, რომლებიც დილითაც მგზავრობდნენ….მოულოდნელად, ავტობუსში კიდევ ერთი კაცი ამოხტება. ქოშინით სულს ძლივს ითქვამს და დანარჩენებს მიმართვას…

– ხომ არ დავიგვაინე?! – მერე ქალს მიუბრუნდება და ეუბნება:
-რას მომჩერებიხარ? მიდი, დაურეკე ნუნუკას!….”

წყარო: genews.ge

Share.