მთელი ქვეყანა შეძრა თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ. დღით საშინელი ტრაგედია დატრიალდა, 21 წლის ბიჭმა საკუთარი ძმა დანით მოკლა. დაღუპული 19 წლის მიშო ახლოურია. რომელიც “საბურთალოს” ფეხბურთელი იყო. იმავე გუნდის, სადაც რამდენიმე თვის წინ მოკლული გიორგი შაქარაშვილი თამაშობდა.
როგორც ინფორმაცია გავრცელდა მიშო და გიორგი შაქარაშვილი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მიშოს გიორგი შაქარაშვილზე უამრავი ემოციური პოსტი უწერია.
“შაქარ მენატრები, ძალიან მენატრები, როგორი რთულია უშენობა. როგორი რთულია იმაზე ფიქრი, რომ
ვეღარ შეგხვდები ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან მიყვარხარ, ერთი იმაზე ფიქრი მაძიერებს, რომ ახლა უკეთეს ადგილას ხარ და ზემოდან გვიყურებ. ჩემი ანგელოზი ხარ შაქარ. ზეცაში აუცილებლად შევხვდებით და იქ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც ამ უსამართლო ცხოვრებამ არ გვაცადა” – წერდა მიშო ახლოური. წყარო:bednierebis.club