“შაქარა შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს იცით რატომ?.. ეხლა გეტყვით” – რას ამბობს შაქარაშვილის მვლელობაში ბრალდებულის მამა

0

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი, შესაძლოა, საკუთარ მეგობრებს ეცემათ, რადგან მათ “ჩხუბში არ მიეხმარა”. მისივე თქმით, ამ ვერსიას არავინ განიხილავს. ზ.ხ.-ს მამის თქმით, მისთვის გაუგებარია ის მუხლიც, რომელიც მის შვილს წარუდგინეს:

“ამირხანაშვილი, რა თქმა უნდა, ამოიცნობს ჩემს შვილს, მანქანაში იყო. გური ამირხანაშვილი გზაში უხსნიდა, თუ ვინ იყო, რომ ჩხუბში არ მონაწილეობდა. გაიცნეს ერთმანეთი ბიჭებმა, აწყნარებდნენ. გური შემთხვევით წამოიყვანეს. ჩემი შვილი ამბობს, რომ გადავედით მანქანიდან და ის ბიჭები გაიქცნენო. შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. პოლიციამ დადო მანდ ჩანთა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს, კი ბატონო, მაგრამ ოჯახს უნდა უნდოდეს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ”, – განაცხადა ზ.ხ-ს მამამ.

Share.