”შაქარას მშობლებს ეს ამბავი ძალიან გაუხარდებათ” – აი რა გადაწყვეტილება მიიღო კლუბ ”საბურთალოს” პრეზიდენტმა

0

ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში, ლაშა დვალიშვილის საავტორო გადაცემა “სპორტალში”, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საკუთარი ინიციატივა გააჟღერა.
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ერთ-ერთ სტადიონს, რომელიც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა. – ამის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლაშა დვალიშვილის გადაცემაში განაცხადა.

ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, პერმანენტულად გაიმართება გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირიც, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მიიღებს.

“გიორგის მშობლები გაიხარებენ იმით, რომ ამ სტადიონზე მასავით პატარა ანგელოზები დაფრთიანდებიან”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

Share.