”შაბათს ცოლი მოიყვანა, ორშაბათს მეოცე სართულიდან გადმოვარდა” – ვინაა ქართველი მსახიობი, რომელიც ცოტახნის წინ ტრაგიკულად დაიღუპა…

0

ცოტახნის წინ ბათუმის თეატრის მსახიობი ლაშა კუხიანიძე გარდაიცვალა. მსახიობი ორშაბათს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადავარდა.
”შაბათს ხელი მოაწერა, ცოლი მოიყვანა და ოთხი დღით იქირავა სახლი, მაგრამ ორშაბათს ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდა.” – ამბობს მსახიობის ერთ-ერთი მეგობარი.

ასევე განცხადება გაავრცელა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმაც:
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის დრამისა და

კინოს სამსახიობო სპეციალობის 2019 წლის კურსდამთავრებულის ლაშა კუხიანიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.

დაკრძალვა 15 აგვისტოს | მის. ქ.ქუთაისი დ.აღმაშენებლის №50 | გამოსვენება 13სთ. 30წთ.
წყარო:ambavi.cc

Share.