“ყოველდღიურად ძლიერ გამაყუჩებელს ვსვამ,სამწუხარო მინდა გითხრათ რომ..” – ნახეთ გიორგი სუხიტაშვილმა უმძიმესი რამ გაამხილა, ეს მასზე არავინ იცოდა

0

მომღერალი – გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,
რომ ზურგის ტკივილი აწუხებს და 16 იანვარს ოპერაციას იკეთებს.
მისი თქმით, ყველა პრობლემას გაუმკლავდება, რადგან წინ დიდი მაგალითი – დედა ჰყავს, რომელიც სიძლიერის ეტალონია.
„ჩემი დილა (საღამოც) იწყება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით.
ვისაც მუდმივი ტკივილი აწუხებს ის მიხვდება რას ნიშნავს ცოტა შვებას იგრძნობ.
ხომ და 16 იანვრამდე უნდა მივაღწიო როგორმე. იმედი მაქვს უკეთ იქნება ყველაფერი.

ჰო, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი შემოტევა იყო ადამიანებისგან რომლებსაც სხვა ყველა და ყველაფერი სძულს, ყველას საქმე უკეთ იციან.

„თქვენ რა გიჭირთ“

„არაფერი არ გაკლიათ“

„კარგია მდიდრული ცხოვრება“

ამ სტატუსსაც მოჰყვება,

„ნუდადებ და არ გეტყვიან“

„კონცერტზე კარგად ტლინკაობდი“

„თოფს რომ ისვრი რატო არ გტკივა“

„ხალხს უარესები ჭირთ და ჩუმად არიან“

„კაცი ხარ რა გაწუწუნებს“

ყველა ადამიანები ვართ ჩვენი უამრავი სიხარულით და წუხილით, სიამოვნებით და ტკივილით.

მე პირადად აღარც მახსოვს მერამდენე ოპერაციაა სავარაუდოდ მე-4 ან მე-5.

მიუხედავად უამრავი პრობლემისა არასოდეს ჩამომიყრია ყურები, არც სხვას მივცემ ამის საშუალებას, ბავშვობიდან მივეჩვიე ამას, დედაჩემია ჩემთვის ბრძოლის და გაუტეხლობის მაგალითი, ჩემი ზურგის ტკივილი რა მოსატანია მის პრობლემებთან მაგრამ უკვე მე-5-ე წელია დედაჩემი ჩემზე ყოჩაღია, ჰოდა, როდესაც წინ ასეთი მაგალითი გაქვს რა გაგტეხს! – წერს სუხიტაშვილი.

Share.