“ყველა ტირის,ახლახანს გარდაიცვალა ცნობილი..” – ნახეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

0

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა 1993-1998 წლებში ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ვაჟა შუბლაძე. “ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ვაჟა შუბლაძის (1993-1998 წლებში) გარდაცვალების გამო.მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, ქართული ჭადრაკის განვითარებაში ყველაზე რთულ პერიოდში.
ბატონი ვაჟას პრეზიდენტობის დროს, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე და დაარსდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გათამაშება ოლიმპიადაზე.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

უთანაგრძნობს ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
პანაშვიდი გაიმართება: 21 და 22 თებერვალს –
შემდეგ მისამართზე: კოსტავას 75გ, V სადარბაზო , VI სართული
გასვენება – 23 თებერვალს, ამაღლების ეკლესიიდან 15:00 საათზე”

Share.