“ყველა ეძებდა და გარდაცვლილი იპოვეს..” – ნახეთ 26 წლის ბიჭის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი ქვეყანა შეძრა

0

პოლონეთში ქართველი ემიგრანტი ბინაში გარდაცვლილი ნახეს. მომხდარის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. 26 წლის ჯანო სიჭინავა ქალაქ სლუპსკში სამუშაოდ იყო წასული.
მას შემდეგ, რაც დილით სამსახურში არ მივიდა, მისი ძებნა დაიწყეს. ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახს ადგილობრივმა ემიგრანტებმა მიაწოდეს. რა გახდა სიკვდილის მიზეზი უცნობია.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ჯანო სიჭინავას ოჯახი ანაკლიაში ცხოვრობს,

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ოჯახის სარჩენად უცხოეთში წასული ახალგაზრდას გადმოსვენებისთვის ახლობლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
“ნეტავ მე მოვკმდარიყავი, დავიღუპეთ” – წერს გარდაცვლილის მამიდა სოციალურ ქსელში
”ჯანო ჩემო დიდო ტკივილო როგორ მიჭირს ამ ამბის შეგუება გული მეწვის ჯანოო ჩემო ბიჭო უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი” – წერს ახლობელი.

Share.