“ყველა ამაყობდა ვასიკოთი,გლოვობს მთელი სოფელი..” – ნახეთ ცნობილია ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც დღეს მამის თვალწინ დაიღუპა

0

ახმეტაში, ჭიდაობის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანი 16 წლის ვასიკო სიხარულიძეა.
სოფელ ქისტაურში მცხოვრები ბიჭი, სპორტით იყო დაკავებული და მძიმე წონაში ჭიდაობდა.“არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, მოწესრიგებული, კარგი გაზრდილი. სპორტით იყო დაკავებული. ისეთი ბიჭი იყო, ოჯახიც და გვარიც მისით ამაყობდა. დაუჯერებელი ამბავია, ამ სოფლისთვის დიდი ტრაგედია”, – ამბობენ ქისტაურში.

შეგახსენებთ, ტრაგედია დატრიალდა ახმეტაში. „დუმასტურში მამას ჰყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ, ძიუდოს დარბაზია, იქ. ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, კისრის ტრავმა მიიღო და მამის თვალწინ დაიღუპა. ისეთი საშინელება ხდება, მამაკაცები ცხარე ცრემლით ტირიან“ – ამბობენ სოფელში.
წყარო:daqali.club

Share.