“ყველაფერი შემთხვევით გავიგე, საშინელება იყო..” – ნახეთ რა შეემთხვა ნინი ბადურაშვილს

0

ნინი ბადურაშვილი ამბობს, რომ ღალატი საშინელებაა და „ადამიანს ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს“. ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს.
მომღერალი ნინი ბადურაშვილი იხსენებს, როგორ უღალატეს. როგორც მომღერალმა გადაცემა „სთორიში“ განაცხადა, ეს შეგრძნება შემდეგ არასდროს გადის.
მისი თქმით, მიუხედავად წლების გასვლისა, თავმოყვარეობის შელახვა, რომელიც მაშინ იგრძენი, სულ თან გდევს. „საშინელება იყო. შემთხვევით გავიგე. ამ დროს ლოგინად არ ვარდები, მაგრამ შინაგანად ინგრევი. ამ დროს ძალიან საწყალი ხდები. თვითშეფასება გიდაბლდება. მერე სულ ფიქრობ, რატომ მიღალატეს, ის უკეთესი ხომ არ არის.

უნდა ეცადო, რომ არ გატყდე და ამან არ დაგანგრიოს“, – ამბობს მომღერალი.ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.
წყარო:ambavi.club

Share.